ნიდერლანდებში რუსეთის მოქალაქეების ვინაობა დაასახელეს, რომლებმაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა სცადეს

საქართველო, თბილისი - 16:22 | 04.10.2018
ნანახია: 665

ნიდერლანდებში რუსეთის ოთხი მოქალაქის ვინაობა დაასახელეს, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც ნიდერლანდების დაზვერვის წარმომადგენელმა ონო ეიჰელსენმა განაცხადა, კიბერთავდასხმის მცდელობასთან კავშირში არიან კიბერსპეციალისტები ალექსი მორონეცი, ევგენი სერებრიაკოვი, ოლეგ სოტნიკოვი და ალექსეი მინინი.

როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა განაცხადა, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ დაგეგმილი კიბერთავდასხმა აღკვეთეს. ეჭვმიტანილები ქვეყნიდან 13 აპრილს გააძევეს, მათ დიპლომატიური პასპორტები ჰქონდათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე