ვანო მერაბიშვილმა კლინიკა დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 04.10.2018
ნანახია: 758

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკადან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გუშინ, „მედიქლაბ ჯორჯიაში" ექიმების კონსილიუმი შეიკრიბა.

მერაბიშვილის მკურნალი ექიმის, ელენე ხურციძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე