ვანო მერაბიშვილს დღეს ისევ საპატიმროში დააბრუნებენ

საქართველო, თბილისი - 10:27 | 04.10.2018
ნანახია: 697

ვანო მერაბიშვილს დღეს ისევ საპატიმროში დააბრუნებენ. ექიმების განმარტებით, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შესაბამისი განცხადება კონსილიუმის დასრულების შემდეგ გაკეთდა. სპეციალისტების განმარტებით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ექიმები ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ.

"ამ ადამიანს სახეზე აქვს უკვე წარუშლელი ნაკლი - ჩავარდნილი თვალი, უკან გადაწეული. მას უთხრეს ექიმებმა რომ ეს შეიძლება დარჩეს ან გაუმჯობესდეს. ჩვენ გვაქვს ოფიციალური პასუხი მიღებული რომ შეგვიძლია ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები ან შევიყვანოთ ქართველი ექიმები. ჩვენ ჩამოვიყვანთ უცხოელ ექიმებს და აუცილებლად გავივლით მასთან კონსულტაციებს. ფაქტია რომ არ იციან რა ჭირს ამ ადამიანს და არ იციან როგორ უმკურნალონ მას,"-აცხადებს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე