პენტაგონში გაგზავნილ წერილებში მომწამვლელი ნივთიერება - რიცინი არ აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 04.10.2018
ნანახია: 3368

თეთრ სახლსა და პენტაგონში გაგზავნილი კონვერტები არა რიცინს, არამედ მცენარის თესლებს შეიცავდა, რომლისგანაც ამ შხამს იღებენ. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაიტმა განაცხადა.

„ჩვენი წინასწარი ანალიზს თანახმად, ეს ნივთიერება იყო აბუსალათინის თესლი, რომლისგანაც რიცინს იღებენ. გამოძიების ფედერალურ ბიუროს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია, - წერს უაიტი Twitter-ში.

კონვერტები თეთრ სახლში თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ოპერაციების მეთაურის, ადმირალ ჯონ რიჩარდსონის ოფისებში, ასევე სენატორ ტედ კრუზის ოფისში მიიტანეს.

მედიის ცნობით, კონვერტების გაგზავნაში ეჭვმიტანილია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო. იუტას შტატის მედიის ინფორმაციით, ამ საქმეზე დაკავებულია ქალაქ ლოგანის მცხოვრები.

რიცინი მეტად ძლიერი ბიოტოქსინია. შედის სამოთხის აბუსალათინის (Ricinus communis) თესლების შემადგენლობაში. თრგუნავს ცილების სინთეზს. შეუძლია გამოიწვიოს გასტროენტერიტის განვითარება, სისხლის შეკავება ღვიძლში, სიყვითლე, აგრეთვე მწვავე გულსისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი). რიცინის მცირე რაოდენობამაც კი (1 მკგ/კგ-ზე) შეიძლება გამო იწვიოს ლეტალური შედეგი.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე