ზაზა ოქუაშვილი დღეს ქალაქის პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა

საქართველო, თბილისი - 09:26 | 04.10.2018
ნანახია: 766

ზაზა ოქუაშვილი დღეს ქალაქის პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა. ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი ლონდონში იმყოფება და საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლასაც იქ ითხოვს. პარალელურად კი ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს საფრანგეთის სასამართლოსთვის ამზადებს.

"ის რომ დღეს ვერ ჩამოდის და საქართველოში ვერ აძლევს ის ინფორმაციას, ეს არის იმ აბსურდული მდგომარეობით, რომ არათუ ბრალდებულებისთვის წარმოადგენს საშიშროებას საქართველოში ყოფნა, არამედ წარმოადგენს დაზარალებულებისათვის. მზად არის ერთის მხრივ მისცეს გამოძიებას სრული ინფორმაცია ამის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გვაძლევს, რომ ის გამოკითხული იქნება არა საქართველოში, არა,მედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე," - აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე