ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

საქართველო, თბილისი - 09:18 | 04.10.2018
ნანახია: 941

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ბრალდებებს, სასამართლო სარჩელით პასუხობს. ყიფიანის უფლებადამცველის ინფორმაციით, სარჩელის მომზადება უკვე დაწყებულია, თუმცა როდის შეიტანენ სასამართლოში, უცნობია. სპორტის ყოფილი მინისტრი სასამართლო წესით გუშინ გამოკითხეს. ლევან ყიფიანმა აუდიო ფაილების ავთენტიკურობა დაადასტურა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია.

"ცალსახად ჩანს ამ საქმეში, რომ ის გარკვეული ნაწილები, რაც ჩემთვის არის ცნობილი ბევრი საკითხი გამომდინარეობდა მათი, როგორც ბიზნეს თანამშრომლების საქმიანობიდან,"-აცხადებს ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.

ლევან ყიფიანი საქალაქო სასამართლოში გუშინ გამოიკითხა. 

 ჟურნალისტებთან ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები დამონტაჟებულია. როგორც ის განმარტავს, ის მიამიტურად ენდო ზაზა ოქუაშვილს და ცდილობდა ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.

"ეს არ ვიცი ჩემი მხრიდან მიამიტობით იყო გამოწვეული, თუ სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი ბოლომდე მისი მხარდამჭერი. გადავწყვიტე ამ თამშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა, ერთობლივად განვახორციელეთ ჩაწერა, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს კაცი ამ ჩანაწერებს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია", - აცხადებს ყიფიანი და აქვე დასძენს, რომ ის თავის გავლენებს და ნაცნობობას საქმის მოსაგვარებლად იყენებდა.

"რა თქმა უნდა, მე ჩემ გავლენებს ვიყენებდი, რა თქმა უნდა მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი და ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. გიდასტურებთ, რომ ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვიყავი. მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს პირდაპირი კავშირი. რა თქმა უნდა, ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, მაქვს ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა ყიფიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე