ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა 11 სექტემბრის ტერაქტებს შეადარა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 03.10.2018
ნანახია: 823

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს შეადარა.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ უცხო ქვეყანა თავს დაგვესხა და არაფერი გავაკეთეთ. წარუმატებელი მაგალითია, რთულია ამის წარმოდგენა, მაგრამ როგორ იქნებოდა, უმცროს ჯორჯ ბუშს 11 სექტემბრის შემდეგ რომ ეთქვა: „არ მცალია შეხვედრებისთვის, ამაზე ნერვიულობის დრო არ არის, ვწუხვართ, რომ თავიდან უნდა ავაშენოთ ნიუ იორკი და პენტაგონი, მაგრამ ეს ყველაფერი არ გვაღელვებს“, -  ეს ხომ საშინელება იქნებოდა“, - განაცხადა კლინტონმა ჟურნალ Atlantic-თან ინტერვიუში.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე