ბერი ანდრიას სახელობის ფონდი სიმსივნით დაავადებულთა რეაბილიტაციის ცენტრს გახსნის

საქართველო, თბილისი - 10:44 | 07.12.2015
ნანახია: 1749

მთავრობამ ბერი ანდრიას სახელობის ფონდს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით თბილისში უძრავი ქონება გადასცა. №2526 განრაგულებით ირკვევა, რომ ბერი ანდრიას სახელობის ფონდს, 20 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, დიდგორის ქ. № 64-ში მდებარე 6493 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობაგადაეცა. აღნიშნული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად კი მთავრობამ ფონდს საქველმოქმედო, კერძოდ სიმსივნით დაავადებულ პირთა და მათი ოჯახებისათვის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნებისათვის გამოყენება დაავალდებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე