რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? - ვანო მერაბიშვილის მეუღლე ქმართან შეხვედრას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 03.10.2018
ნანახია: 2586

ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი აცხადებს, რომ დღემდე მისთვის უცნობია რა კვლევებს უტარებენ მის მეუღლეს და ზოგადად რა დიაგნოზი აქვს ვანო მერაბიშვილს. თაკო მერაბიშვილი პაციენტის მონახულებას ითხოვს.

„უბრალოდ გვაწვალებენ ჩემი აზრით, დაგვცინიან კიდევაც. ისეთ რაღაცეებს ითხოვენ, მართლა ისეთ რაღაცეებს  ითხოვენ, რაც მათ ყველაფერი აქვთ ბაზაში. მკურნალი ექიმის გარდა. მათ აქვთ ბაზაში, ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ჩვენ ბაზაში რომ  მკურნალ ექიმს დავუკავშირდეთ და რეკომენდაცია  მომცეს რომ ჩემი მეუღლე ვნახო. ფიზიკურად მინდა ვნახო როგორ არის. მართლა ფიზიკურად მაინტერესებს  როგორ არის, რომ ვნახო ამის უფლება რატომ არ გვაქვს ვერ ვხვდები. არასდროს შეთანხმებული ჩვენთან არაფერი არ ყოფილა. არც კვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე ვინ არის მკურნალი ექიმი,  რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ. იქნებ არ ვარ თანახმა იმ კვლევებზე და მინდა სხვა კვლევები გაიკეთოს. რას ნიშნავს ეს ვერ გავიგე,“-განაცხადა თაკო მერაბიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე