„კალმის წვერზე მიზიხარ“- ნატო ჩხეიძე მმართველ გუნდს

საქართველო, თბილისი - 15:31 | 03.10.2018
ნანახია: 713

„კალმის წვერზე მიზიხარ“ - მმართველ გუნდს და კონკრეტულად კი ირაკლი კობახიძეს, „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ  მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით მიმართა.

მან  პარლამენტში საკუთარი გამოსვლა ლავრენტი ბერიას მარჯვენა ხელის, ბახჩო ქობულოვის მისამართით მიხეილ ჯავახიშვილის მიერ ნათქვამი ფრაზით დაიწყო და განაცხადა, რომ მართალია ქართველი მწერალი დახვრიტეს, მაგრამ ისტორია თაბახის ფურცლებად იქცა და ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და ვინ ბახჩო ქობულოვი. ჩხეიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ზაზა ოქუაშვილს არასოდეს დახმარებია, პრობლემები კი არაერთხელ შეუქმნიათ. 

„უნდა მივმართო მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს, კალმის წვერზე მიზიხართ! უნდა ვამხილო ირაკლი კობახიძე ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში, უნდა განვმარტო, რომ "ოცნებას" არავითარი წვლილი არ აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, იბერიასა დაბრუნებასა და თვით მის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს ბატონი თავმჯდომარე.

"2013 წელს ზაზა ოქუაშვილმა თვითონ დაიბრუნა  ტელეკომპანია იბერია, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია იმედს უჩივლა სასამართლოში, თუმცა სასამართლო აღარ გამართულა. ტელეკომპანია იმედმა კეთილი ნებით ტელეკომპანია იბერია გადასცა თავის კანონიერ მფლობელს“-აცხადებს ნატო ჩხეიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე