რუსეთში საპენსიო ასაკი 5 წლით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 03.10.2018
ნანახია: 673

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ. საპენსიო რეფორმის ძალაში შესასვლელად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ამგვარად, საპენსიო ასაკი ხუთი წლით, მამაკაცებისთვის 65 წლამდე, ქალებისთვის კი – 60 წლამდე გაზირდება. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ქალებისთვის საპენსიო ასაკის რვა წლით გაზრდა იყო გათვალისწინებული. კანონს 149 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხუთმა მისცა ხმა, ფედერაციის საბჭოს სამმა წევრმა კი, თავი შეიკავა.

რუსეთის მთავრობამ საპენსიო რეფორმის შესახებ 2018 წლის 14 ივნისს გამოაცხადა, რამაც მთელ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კი, მკვეთრად დაეცა. 29 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვაში რეფორმის პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანის შესწორებით გამოვიდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალებისთვის საპენსიო ასაკის არა რვა, არამედ ხუთი წლით გაზრდა იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე