კრიშტიანუ რონალდუ გოგონასთან, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაუელებს, ღამის კლუბში ერთობოდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:03 | 03.10.2018
ნანახია: 1420

 

მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გოგონასთან ცეკვავს, რომელმაც ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა გამოაქვეყნა ვიდეო ლას ვეგასის ღამის კლუბიდან, რომელზეც ჩანს, ფეხბურთელი როგორ  ატარებს მხიარულად დროს ამერიკელ კეტრინ მაიორგთან. გამოცემის ცნობით,  ვიდეო იმ ღამეს არის გადაღებული, როდესაც გოგონას თქმით, რონალდუმ ის გააუპატიურა.

აღნიშნულია, რომ საქმე 2009 წელს მომხდარ ამბავს ეხება. მაიორგმა ამ დრომდე დუმილი იმით ახსნა, რომ ფეხბურთელმა ფაქტის გაუხმაურებლობისთვის თანხა გადაუხადა. თუმცა, თავად რონალდუ დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის სქესობრივი კავშირი ორმხრივი თანხმობის შედეგად მოხდა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე