ნატო ჩხეიძემ საკუთარი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:13 | 03.10.2018
ნანახია: 628

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ ნატო ჩხეიძემ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 

„ქალბატონ ნატოს მინდა ვუსურვო მხოლოდ წარმატებები. მე არ მაქვს არავითარი წყენა ან გაბრაზება მასზე. მისი არჩევანია, სად იქნება. მათ გააკეთეს მკაფიო არჩევანი- ეს არის „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მე მათ წარმატებას ვუსურვებ, ჩემი არჩევანი არ არის ,,ნაციონალური მოძრაობა” და „რუსთავი 2“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი” იშლება, ნაადრევია.

ინაშვილი ნატო ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლას პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიიჩნევს და ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

„ჩვენი ფრაქცია შეივსება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ღირსეული დეპუტატი, რომელიც გაწევრიანდება ჩვენს ფრაქციაში და განვაგრძობთ ერთობლივად საპარლამენტო საქმიანობას, თუ ასეთი დეპუტატი არ გამოჩნდება, მე ტრაგედიას ვერც იმაში ვხედავ დამოუკიდებელ დეპუტატებად, მაგრამ ერთ გუნდად განვაგრძოთ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა”,- აღნიშნა ინაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე