ტრამპის ქონება შემცირდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 03.10.2018
ნანახია: 824

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქონება 3,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის შედეგად ის აშშ-ის 400 უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 138 საფეხურით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ ჟურნალ Forbes-ის სტატიაშია ნათქვამი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2015 წელს ტრამპის ქონება 4,5 მილიარდი დოლარად  იყო შეფასებული. ამ ხნის განმავლობაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარი დაკარგა. 2017 წლის ანალოგიურ რეიტინგში ტრამპი 248-ე ადგილს იკავებდა.

„გამოცემა, ტრამპის ქონების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკურ და ბიზნეს-ფაქტორებს ასახელებს. კერძოდ, აღნიშნულია მედიაში პრეზიდენტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. ამის გარდა, გამოცემის მონაცემებით, ზეწოლის ქვეშ მოექცა ტრამპის ინვესტიციები კომერციულ უძრავ ქონებაში.

 „დონალდ ტრამპი, როგორც არ უნდა ეცადოს და ის ნამდვილად ცდილობს, პრეზიდენტობით ვერ გამდიდრდება“,- წერს გამოცემა. ტრამპი პრეზიდენტის პოსტზე 2017 წლის დასაწყისიდან იმყოფება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე