საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 სახელმწიფოთა სიაშია, სადაც დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 12:11 | 03.10.2018
ნანახია: 597

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 სახელმწიფოთა სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებულ, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 სახელმწიფოთა სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებულ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ პენიტენციურ სისტემაში არსებულ პროგრესს. თქვენ იცით, რომ ამ თვალსაზრისით უმძიმესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიაში მოხვდა", - განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე