ძალიან მძიმე დროა ამერიკელი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 11:22 | 03.10.2018
ნანახია: 771

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ არსებული სიტუაცია ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ამერიკაში მოძრაობა MeToo-ს ფონზე საშინელია. მისი თქმით, ვითარება,  იმ დროს, როცა უფრო და უფრო მეტი ქალი აცხადებს წარსულში გადატანილი სექსუალური შევიწროების შესახებ და  ადამიანებს, მათ შორის ცნობილ პირებს ადანაშაულებს, ახლგაზრდა მამკაცებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის.
„ვიტყოდი, რომ ძალიან რთული დროებაა ამერიკელი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, როდესაც შესაძლოა რაღაცაში იყო დამნაშავე და რაღაცაში არა“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. მას სთხოვეს კომენატრის გაკეთება მისი შვილის უმცროსი დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ, რომელმაც Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოძრაობა #MeToo-ს გამო თავის ქალიშვილებზე მეტად, ვაჟებზე დარდობს.

 „რთული დღეებია. თქვენ შესაძლოა, სანიმუშო იყოთ 35 წლის განმავლობაში და უცებ ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ შენ გააკეთე რაღაც, მოიყვანოს სამი მოწმე, რომლებიც მის სიტყვებს არ  დაადასტურებენ. ეს ძალიან საშინელი სიტუაციაა, როდესაც დამნაშავე ხარ მანამდე, ვიდრე შენი უდანაშაულობა დამტკიცდება“, -აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ასეთ შეფასებას მხოლოდ მის მიერ წარდგენილი უმაღლესი მოსამართლის პოსტზე -  ბრეტ კავანოს გარშემო აგორებული სკანდალის გამო არ აკეთებს. შეგახსენებთ, კავანო სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რომელიც მათი თქმით, 36 წლის წინ მოხდა. კავანო ბრალდებას უარყოფს, თუმცა მის წინააღმდეგ დემოკრატები გამოდიან. სენატში კავანოს კანდიდტურის დამტკიცება პარასკევს არის დაგეგმილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე