აშშ-მა სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად ნახევარი მილიონი დოლარი გამოგვიყო - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 10:52 | 03.10.2018
ნანახია: 636

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. 

„საფრთხეებია, რომელიც უკავშირდება აგრესიულ პროპაგანდას, რომელსაც საქართველოს არამეგობარი ძალები ახორციელებენ, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის გასამყარებლად გამოგვიყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღნიშნული თანხა გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე