პენტაგონში ორი ამანათი შეგზავნეს, რომლებშიც მომწამვლელი ნივთიერება იყო მოთავსებული

საქართველო, თბილისი - 10:23 | 03.10.2018
ნანახია: 3248

პენტაგონში ორი ამანათი შეგზავნეს, რომლებშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი იყო მოთავსებული. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.

ამანათები დახარისხების ცენტრში მიიტანეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს კომპლექსში მდებარეობს, თუმცა ხუთკუთხოვანი შენობიდან მოშორებითაა.

შემოწმების დროს კონვერტებში ტოქსიკური ნივთიერება რიცინის კვალი აღმოაჩინეს. ამ მომენტისთვის გამოძიებაში ჩართულია  გამოძიების ფედერალური ბიურო და სამხედრო უწყების დაცვის სამსახური.

ტელეარხის ინფორმაციით, შხამის შემცველი გზავნილი განკუთვნილი იყო პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისისა და ამერიკის შეიარღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელის ადმირალ ჯონ რიჩარდსონისთვის.

ამ დღეს მიღებული ყველა ამანათი კარანტინში მოათავსეს, რათა პენტაგონის თანამშრომელთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

რიცინი მეტად ძლიერი ბიოტოქსინია. შედის სამოთხის აბუსალათინის (Ricinus communis) თესლების შემადგენლობაში. თრგუნავს ცილების სინთეზს. შეუძლია გამოიწვიოს გასტროენტერიტის განვითარება, სისხლის შეკავება ღვიძლში, სიყვითლე, აგრეთვე მწვავე გულსისხლძარღვოვანი უკმარისობა (კოლაფსი). რიცინის მცირე რაოდენობამაც კი (1 მკგ/კგ-ზე) შეიძლება გამო იწვიოს ლეტალური შედეგი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე