ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის ჯალათია, თქვენ ჯალათებიც ვერ ხართ - ნიკა მელია მმართველი გუნდის წევრებს

საქართველო, თბილისი - 09:42 | 03.10.2018
ნანახია: 838

„ფარცხალაძე ჩვეულებრივი ჯალათი, ბიძინა ივანიშვილის ჯალათია. თქვენ ჯალათებიც ვერ ხართ, თქვენ, უბრალოდ, გარნირს აყრით ამ ჯალათებს და გარნირს აყრით ამ კრიმინალურ ბანდას,“ - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, "არჩევანის" ეთერში.

„ფარცხალაძის ქვეყანაში რა ნამუსით საუბრობთ, რომელ სასამართლოზე საუბრობთ?“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ის პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, მოკლეს. მისი თქმით, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს.

ნიკა მელია მმართველი გუნდის წევრის, ვატო შაქარიშვილის, ბრალდებებს ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ სარალიძის აქციის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას. ნიკა მელიას თქმით, „ლაიტმოტივად გაჰყვებათ ეს ფრაზა“.

ნიკა მელიამ სპორტის ყოფილ მინისტრზე სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, უნდა გაეკეთებინა განცხადება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე