ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყებაა - ნინო წილოსანი

საქართველო, თბილისი - 16:48 | 02.10.2018
ნანახია: 170

"თბილისის ტაქსის იერსახე და ტექნიკური უსაფრთხოება მიმზიდველი უნდა იყოს არამარტო ტურისტებისთვის, როგორც ქალაქის სავიზიტო ბარათი, არამედ უდავოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვისაც. სწორედ ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ტაქსების რეგულაცია თბილისის მერის ერთ-ერთი საუკეთესო  წამოწყებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს სწორი გადაწყვეტილებებით და დაცულია  როგორც მგზავრების, ასევე ტაქსის მძღოლების ინტერესები",- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

თბილისში ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქის ქუჩებში ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება.

რეგისტრაციის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსის მძღოლებს საჭირო დოკუმენტის მისაღებად ორი თვე ჰქონდათ. რეგისტრაცია პირველ აგვისტოს დაიწყო. მძღოლებს ნებართვის მიღება მერიის ვებგვერდზე ელექტრონულად, ასევე თბილისის 10-ვე რაიონის გამგეობაში, 21 აგვისტოდან კი იუსტიციის სახლებში შეეძლოთ.

ამ დროისთვის ლიცენზია 10 000-ზე მძღოლმა მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე