ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დანგრეულ ეკლესიაში 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:39 | 02.10.2018
ნანახია: 954

ინდონეზიაში ქალაქ პალუსთან მდებარე ეკლესიაში 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ყველა მათგანი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შედეგად დაიღუპა. ბავშვები რელიგიურ ბანაკში იმყოფებოდნენ, სადაც ბიბლიას სწავლობდნენ.

პალუს ხელისუფლებამ საერთო საფლავებში გარდაცვლილების დაკრძალვა დაიწყო.

პალუში გაგზავნილია თვითმფრინავები ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად და გადარჩენილების გამოსაყვანად. დაზიანებულია ადგილობრივი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.

ინდონეზიაში სტიქიური უბედურება ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა 2004 წლის შემდეგ. მსხვერპლთა რაოდენობა 1234-მდე გაიზარდა.

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, ქალაქ პალუსთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 28 სექტემბერს, დილით მოხდა. კუნძულს მიწისძვრის შემდეგ თავს ცუნამიც დაატყდა, რომლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე