„ბიზნესს აუპატიურებენ“- დავით ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 14:07 | 02.10.2018
ნანახია: 677

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალ აუდიოჩანაწერს ეხმიანება.

დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიხსენა, როცა პრემიერ-მინისტრობის დროს თქვა, რომ თუ ბიზნესზე ზეწოლა განხორციელდება, ხმამაღლა "იყვირეთ, რომ მაუპატიურებენო".

მისი თქმით, სკანდალური ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტი ხდება და შესაბამისად, გამოდის, რომ „ბიზნესს აუპატიურებენ“.

დავით ჭიჭინაძის ამ კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა. ჩანაწერში, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ყვება, რომ „ომეგას“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც რეპრესიული მანქანა ამოქმედდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე