კატალონიაში არეულობების შედეგად 43 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 02.10.2018
ნანახია: 657

კატალონიაში მომხდარი არეულობების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, ბარსელონასა და ჟირონში 43 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 30 პოლიციელია.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა თქმით, ყველა დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. არც ერთი მათგანი საავადმყოფოებში არ გადაუყვანიათ. მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. უმეტესობა პარლამენტის შენობის წინ მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავდა.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის ერთი წლისთავთან დაკავშირებით აქციები გუშინ გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე