ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურა სასამართლოში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 13:55 | 02.10.2018
ნანახია: 784

ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურა სასამართლოში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"ბრალდების მხარე აპირებს შუამდგომლობის დაყენებას ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებები არის საკმაოდ მყარი და მნიშვნელოვანი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე. მიგვაჩნია, რომ ბევრ მნიშვნელოვან გარემოებას მოფენს ნათელს.
დაცვის მხარის მიერ რაც არ უნდა იქნეს წარმოდგენილი, გვაქვს მოდინი, რომ ვერ შეძლებს იმ მტკიცებულების გაბათილებას, რაც ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს", - აცხადებს ნადირაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე