ვანოს ანალგინი ან ციტრამონი ხომ არ გავუგზავნოთ? - ადა მარშანია ვანო მერაბიშვილზე

საქართველო, თბილისი - 13:50 | 02.10.2018
ნანახია: 918

თავი ხომ არ სტკივა ვანოს? ანალგინი ხომ არ გავუგზავნოთ ან ციტრამონი? მე შემიძლია გავუგზავნო. რა შეწყალება ეგ მე მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გასარკვევია არა მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ის, თუ რატომ არის ყოფილი პრემიერი ციხეში "განსაკუთრებულ პირობებში".

"თავი ხომ არ სტკივა ვანოს ? ანალგინი ხომ არ გავუგზავნოთ ან ციტრამონი? მე შემიძლია გავუგზავნო. რა შეწყალება ეგ მე მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს. თან მატროსოვზე კი არა გლდანის მერვეში​. თან მატროსოვზე რა პირობებშია ? რბილ ბალიშებზე წევს, ტელევიზორი აქვს და როგორც ვიცი კომპიუტერიც.

რატომ ასეთ არათანაბარ პირობებში? ეგ ამბავი უნდა გავარკვიოთ. ვის რათ უნდა მაგის მოწამვლა, ვის რაში აინტერესებს მისი მოწამვლა ?", - განაცხადა ადა მარშანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე