ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის - ტერეზა მეი

საქართველო, თბილისი - 12:52 | 02.10.2018
ნანახია: 784

დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამონათქვამის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკაშირი საბჭოთა კავშირი არ არის და ეს ორი პოლიტიკური სტრუქტურა ერთმანეთს არ გავს.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ევროკავშირს მოუწოდა არ გადაიქცეს საბჭოთა კავშირის მსგავს ციხედ. მან მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის პოლიტიკა ბრიტანეთთან Brexit-ის შესახებ მოლაპრაკებებთან დაკავშირებით.. მისი თქმით, ევროკავშირი გაერთიანებულ   სამეფოს ორგანიზაციის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო  სჯის. პასუხად ევროკომისიამ ჰანტს ურჩია ისტორიის სახელმძღვანელოს გადაკითხვა, რათა საბჭოთა კავშირისთვის ევროკავშირი აღარ შეედარებინა.

 „ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ამჟამად ისინი დემოკრატიულ ქვეყნებს წარმოადგენენ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ორგანიზაცია ერთი და იგივე არ არის“, - განაცხადა მეიმ ჰანტის გამონათქვამის კომენტირებისას.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე