ტაქსის მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:33 | 02.10.2018
ნანახია: 1498

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები ავტომობილების თეთრად შესაღებად უფასო ვაუჩერს მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს ავტომობილების გადაღებვა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი. ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტაქსის მძღოლების მდგომარეობას და ხელს შეუწყობს რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე