როგორ ემზადება კესარია აბრამიძე ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისო კონკურსისთვის (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 12:00 | 02.10.2018
ნანახია: 2224

2 ნოემბერს ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისო კონსკურსის პირველი დღეა, სადაც საქართველოს კესარია აბარამიძე წარადგენს. კონსკურსის პირველ დღეს მონაწილეები საკუთარი ქვეყნის ნაციონალური სამოსით წარსდგებიან. ხოლო 3 ნოემბერს გაიმართება გალა-საღამო, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.
კონკურსი იმართება ბარსელონაში.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს როგორ ემზადება კესარია აბრამიძე კონკურსის პირველი დღისთვის და  სხვადასხვა საუკუნის ტრადიციულ ქართულ სამოსს არჩევს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სამოსებიდან ერთ-ერთით წარსდგება კესარია 2 ნოემბერს კონკურსზე.

ცნობისთვის, ტრანსგენდერების  სილამაზის საერთაშორისო კონკურსი პირველად 2010 წელს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კონკურსი რუსეთის მონაწილემ მოიგო. დაარსების წელს გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა, 2013 წელს გამარჯვებულის სტატუსი პუერტო რიკოს წარმომადგენელს ერგო, 2015 წელს - ჩილეს, 2016 წელს -ბრაზილიას, ხოლო 2017 წელ ტაილანდს.

კონსკურსის გამარჯვებულს გვირგვინი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე