არ ვიცით რა სჭირს მერაბიშვილს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 11:08 | 02.10.2018
ნანახია: 957

დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა „მედიქლაბში“ განაცხადა, სადაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად არის მისული.

მისი თქმით, ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ დაუსვას მას დიაგნოზი და ჩაუტაროს სწორი, ადეკვატური მკურნალობა.

„რამოდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ის გადმოყავდათ „მედიქლაბში“. თუ არ ვცდები, ეს კლინიკაში მისი მეხუთე გაყვანაა. სამწუხაროდ, წინა კვლევების პასუხები ჯერ კიდევ არ აგვიღია, არ გვეძლევა შესაძლებლობა, სამედიცინო დასკვნები მივაწოდოთ უცხოელ ნაცნობ ექიმებს, გავიაროთ მათთან კონსულტაცია. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს.

მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადება, თითქოსდა საერთოდ არაფერი არ სჭირს მერაბიშვილს და ამ ფონზე, დღეს დილით ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ის კვლავ გაყავთ საავადმყოფოში. ანუ, რა გამოდის, იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არაფერი ვიცით, არ იცის ოჯახმა და არ იციან ადვოკატებმა.

დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ დაუსვას მას დიაგნოზი და ჩაუტაროს სწორი, ადეკვატური მკურნალობა.

დანარჩენს, გავარკვევ, როცა შევალ. იმედია, დღეს მაინც მოგვცემენ წინა კვლევის პასუხებს, რასაც, ძალიან დიდი ეჭვი, მაქვს, გვიმალავენ, რაღაც ფალსიფიცირების მცდელობას აქვს ადგილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ დღეს გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე