ბიძინა გასულია ფინალში, ანუ დამთავრებულია - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:04 | 02.10.2018
ნანახია: 833

„ხელისუფლება ჩამოშლილია ბიძინა გასულია ფინალში, ანუ დამთავრებულია. ახლა დროის საკითხია რამდენ ხანში მოხდება მისი სრული პოლიტიკური და სამართლებრივი ნეიტრალიზაცია,“-ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების" გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა. 

ფაქტიურად ეს პანაშვიდი იყო, ალბათ დააკვირდით რა სახეები ჰქონდათ, თუმცა ამაყად გამოიყურებოდნენ, რაც მე მაგონებს ამაყი გაუპატიურებულის სახეს, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების" გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას მართავს კრიმინალი ივანიშვილის სახით. როგორც ის აღნიშნავს, ვართ უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელში, რომელსაც იმავდროულად უპყრია სახელისუფლებო ძალაუფლება.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი არის 28 ოქტომბერს განაჩენის გამოტანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასრულება.

„კოლექტიური შადიმანების ხელშია ჩვენი ქვეყანა“, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა ივანიშვილს "კონტინენტური არამზადა" უწოდა. მისივე თქმით, ივანიშვილმა გაბედა და სალომე ზურაბიშვილი შეადარა თამარ მეფეს, რომელიც არის წმინდანი.

„ვის ადარებ რას ადარებ, რეებს ლაპარაკობ. რეებს ჟღურტულობ. მერე ამბობს, რომ ბავშვებს მოუვიდათ ჩხუბიო. ბავშვებს და საზოგადოების წევრებსაც შეიძლება მოუვიდეს ჩხუბი, მაგრამ როდესაც ორი გვამია იქ და ამ ორი გამის შემოქმედნი დაუსჯელები არიან, ეს უკვე ბავშვების ჩხუბი აღარ არის. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა და სახელმწიფომ ხელები დაიბანა“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე