ინდონეზიაში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 02.10.2018
ნანახია: 724

5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სუმბას კუნძულზე დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

28 სექტემბერს ინდონეზიის კუნძულ სულავესზე 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა, რომლის სიმაღლეც ორ მეტრს აღწევდა. ბოლო მონაცემებით მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე