კატალონიაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 02.10.2018
ნანახია: 651

კატალონიის ქალაქებში ბარსელონასა და ჟირონში შეტაკებები მოხდა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. გუშინ კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის ერთ წლისთას აღნიშნავდნენ. აქციაში 180 ათასაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

საბოლოოდ დამოუკიდებლობის მომხრეთა მსვლელობა სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

რეფერენდუმის წლისთავთან დაკავშირებით გამართული მიტინგის დროს, რადიკალურად განწყობილმა სეპარატისტებმა ბარსელონაში რეგიონული პარლამენტის შენობაზე შტურმი დაიწყეს.

აქციის მონაწილეებმა ბარიკადების აღმართვა სცადეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, არიან დაკავებულები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე