ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაყავთ

საქართველო, თბილისი - 10:26 | 02.10.2018
ნანახია: 696

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ინფორმაცია პირველ არხს პარტია „ევროპულ საქართველოშიც“ დაუდასტურეს. ინფორმაციას ადასტურებს მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილიც. მისი თქმით, კლინიკაში სიტუაციის გასარკვევად მიდის. უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

ვანო მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ გამოკვლევები „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.  

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე