ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილი არის ქართველი კაცი ღირსებით - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:03 | 02.10.2018 ნანახია: 933„ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილი არის ქართველი კაცი. მე ამ კაცს არ ვიცნობდი მაინც და მაინც... დავინახე, რომ ეს არის კაცი თავის ღირსებით. ქართველებს ისე ვერ "დააჩმორებენ", როგორც რუსებს,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
„ისინი ახლა თამაშობენ აპათეაზე. მათ აღარ აქვთ იემდი, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინმე მისცემს ხმას,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება არჩევნებზე არ მივიდეს.
მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო პროვოკაციებზე ისაუბრა, რომელსაც 2012 წლისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.
„ეს ხალხი მოვიდა პატარა, 3 თვის ბავშვის მკვლელობით, მე კარგად მახსოვს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მივფრინავდი თბილისიდან ბათუმში, ბოლო დღეები იყო, როცა ჩვენს მშენებლობებს ვათვალიერებდი და მოვიდა ინფორმაცია, რომ 3 თვის ბავშვი მოკვდა, იქ დგას ალასანია, იქ დგას ბერიკაშვილი, ყვირიან რომ სააკაშვილმა მოკლა. შემომხედა ჩემმა თანამშრომელმა და მითხრა, ახლა რაღა უნდა ვთქვათო, მართალი გითხრათ, მეც არ ვიცოდი, რა უნდა გვეთქვა. რა უნდა გვეთქვა იმაზე, რომ 3 თვის ბავშვი არ მოვკალით და არ ჩავახრჩე ქვევრში. ეს მოკლა ივანიშვილმა, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება ახლა იმიტომ, რომ მათ არ გამოიძიეს ეს, მათ ყველაფერი მიჩქმალეს, არ არის ტიპიური რუსული მოქმედება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ არჩევნებისთვის მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
მიხეილ სააკაშვილმა გარდა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისა, ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა. ენმ-ის ლიდერის თქმით, ქვეყანაში საბანკო მაფია არსებობს.
„ხომ ვიძახოდი, რომ საბანკო მაფია არის ივანიშვილის მაფია. საქმე საქმეზე რომ დასჭირდა, ეს „თიბისი“ და „საქართველოს ბანკიც“ დაუდგა იმიტომ, რომ ისინი კრედიტების მეშვეობით ძარცვავენ ხალხს. მელამ დაიმოწმა თავის კუდებიო, ეს არის ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, „საქართველოს ბანკიც,“ „თიბისიც,“ ივანიშვილის „ქართუ ბანკიც,“ რუხაძის ბანკი „ლიბერთი,“ რომელსაც მე მოვუგე ჰოლანდიაში,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზოგადოება უნდა მობილიზდეს და ამხილოს მმართველი პარტია, მათ შორის, თუნდაც ჩანაწერების მეშვეობით, ისევე, როგორც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა. მან ასევე ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ რეკეტის შესახებ ხმამაღლა ისაუბრონ. სააკაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას "თვითდაცვის საზოგადოებრივი მშვიდობიანი ორგანიზაცია."
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა