ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ ჭანტურიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 09:47 | 02.10.2018
ნანახია: 779

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.

ბრალდებულის თხოვნა, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ, სასამართლომ არ გაითვალისწინა.

გადაწყვეტილებას ჭანტურიას ადვოკატებმა უსამართლო უწოდეს.

„სასამართლომ გიორგი ჭანტურიას წაართვა მართლმსაჯულების უფლება. შესაბამისად დღესდღეობით საქმე არსებით განხილვაზეა გადაცემული“-აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე