ცნობილი იტალიელი მექალთანე 63 წლის ასაკში სექსის დროს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:57 | 01.10.2018
ნანახია: 1037

ცნობილი იტალიელი მექალთანე მაურიციო ზანფანტი 63 წლის ასაკში სექსის დროს გარდაიცვალა. გაზეთ L'Espresso-ს ვერსიით, გარდაცვალებამდე სექსით ის 23 წლის ტურისტთან იყო დაკავებული.

მაურიციო ზანფანტიმ სიცოცხლის განმავლობაში 6 ათას ქალთან მოასწრო დაწოლა. გულის შეტევა კი სლავ ტურისტებთან გართობის დროს დაემართა.

იტალიური მედიის ცნობით , მას ამ ქვეყნიდან წასვლა სწორედ ასეთი გზით სურდა.

ზანფანტიმ თავისი „კარიერა“  17 წლის ასაკში დაიწყო. ის ერთ-ერთ ღამის კლუბში პრომოუტერად მოეწყო. მის მოვალეობაში შედიოდა ქუჩაში ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობა და მათი ღამის კლუბში მიპატიჟება. ზანფანტი ტრაბახობდა, რომ ახალგაზრდა ასაკში ზაფხულის განმავლობაში სექსით 200 ქალთან კავდებოდა.

მაურიციოს გმირობის ამბავი იმდენად ცნობილი გახდა, რომ მისმა ზოგიერთმა საყვარელმა შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში ზანფანტის ცვილის ქანდაკება დადგა.

გერმანულ გაზეთ BILD-სთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში 2014 წელს მაურიციომ განაცხადა, რომ პენსიაში წასვლას აპირებდა, რადგან ამ საქმისთვის უკვე ძალიან მოხუცი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე