შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, ამის მოთმენას არ ვაპირებ. 6 წლის წინ დაგამთავრეთ - ირაკლი კობახიძე უმცირესობას
საქართველო, თბილისი - 16:54 | 01.10.2018 ნანახია: 2379
9 წელზე უნდა ვისაუბროთ დიდი ხანი, იმიტომ, რომ ის 9 წელი არ იყო უბრალოდ 9 წელი - ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი და ამიტომ, 9 წელზე დიდხანს უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
„დღემდე, გერმანიაში, ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაყავთ ბავშვები, იმიტომ, რომ ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს. თქვენ მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ",- მიმართა უმცირესობის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, მთავარი ღირებულება, რასაც წინა ხელისუფლება ეფუძნებოდა, იყო ადამიანების ღირსების შელახვა და წამება.
„ჰოლოკოსტი რა იყო იცით? ადამიანის წამება და ადამიანის ღირსების შელახვა - ეგ იყო ჰოლოკოსტი და თქვენ ის მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ, რომ გქონოდათ საშუალება, მაგასაც გაქაჩავდით. მთავარი ღირებულება, რასაც ეფუძნებით, ეგ იყო - ადამიანების წამება და გაუპატიურება. ასე ომახიანად თქვენს ადგილას, ნამდვილად არ ვისაუბრებდი. შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, ამის მოთმენას არ ვაპირებ. 6 წლის წინ დაგამთავრეთ. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამთავრდებით. თქვენი ომახიანი საუბარი ნამდვილად არ შეიძლება, აქ ისმოდეს. ტონი უკვე განგისაზღვრეთ, ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ და მასევე გიზამთ მომავალშიც",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა