თაკო ჩარკვიანი შოკშია

საქართველო, თბილისი - 16:07 | 01.10.2018
ნანახია: 1879

„რაც ეკრანზე ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაა დაწყებული. ვფქრობ, ახლა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი და ეს კორუფცია სასწრაფოდ უნდა აღიგავოს მიწისაგან პირისა. რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მე შოკში ვარ, მთელი ჩემი სამეგობრო შოკშია, გვიანობამდე არავის ეძინა, წარმოუდგენელი რაღაც მოვისმინეთ, ეს არის სახელმწიფო ბრალდება”, - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილის განცხადებები არის სახელმწიფო ბრალდება და ამისთვის არსებობს პროკურატურა.

„ახლა „ტენისის თამაშის“ დრო არ არის. ეს არის სახელმწიფო ბრალდება, რას ნიშნავს ეს, ამისთვის ნორმალურ ქვეყანაში არსებობს პროკურატურა, უბრალოდ პროკურატურა არ არის. პროკურატურაც ჯიბის არის, ყველაფერი ჯიბის არის დღეს. არ არსებობს არაფერი, ჩამოიშალა ქართული სახელმწიფო. გუშინ ჩვენ  – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„სახელმწიფო ინსტიტუციების შენება იყო ყოფილი ხელისუფლების დროს, მაგრამ ჩვენ პრეტენზია გვქონდა, რომ ისინი იყვენ უფლების დარღვევით სასტიკები. ახლა ჩვენ გვინდა, მივიღოთ ასეთი რამ, დავტოვოთ სახელმწიფო ინსტიტუციების შენება და შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო რბილი, ლმობიერი მართვა ქვეყნისა, მაგრამ კანონიკური სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემით და არა კორუფციით. აი, ეს არის ახალი საქართველოს შენების საწყისი. როგორც ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, კიდევ არსებობს ჩანაწერები და კიდევ თუ ეს ჩანაწერები დასტურად გამოჩნდა, საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოიცვალოს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე