„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი კორუფცია, მაფიოზური მართვის მოდელი- დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 15:29 | 01.10.2018
ნანახია: 697

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიო მასალები ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, დააბრუნა არაფორმალური, მაფიოზური მართვის მოდელი.

მისივე განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი 28 ოქტომბრის არჩევნებია და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დანაშაული აუცილებლად იქნება გამოძიებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე