2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით აივინფექციის 517 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 01.10.2018
ნანახია: 1641

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფომრაციით, 2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 468 შემთხვევა.

2018 წლის 1 ოქტომბრის   მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445   მამაკაცია, 1838   კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს  4436 პაციენტი, მატ შორის 48 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  40.4 %  ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.0  %  მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %   დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   სისხლის რეციპიენტია; 0.7 %  გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი - 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში (272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება  კონფიდენციალურია და უფასო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე