ზაზა ოქუაშვილის განცხადება ანეკდოტური და ღიმილის მომგვრელია - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 12:43 | 01.10.2018
ნანახია: 753

ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი, აღნიშნული განცხადება შევა ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ, რომ ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან და ასევე, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა, რაც, ოქუაშვილის თქმით, "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, ასეთი ტიპის განცხადებაა ესეც. მისივე განცხადებით, "ანეკდოტურია, ღიმილის მომგვრელია. ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, რომ გადაიხადოს".

რაც შეეხება ლევან ყიფიანთან დაკავშირებულ საკითხს, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ჩანაწერების საკითხს პროკურატურა იძიებს.

„პროკურატურა იძიებს ამ ჩანაწერებს. თუ მოქალაქე ლევან ყიფიანს აქვს დამატებითი ინფორმაცია, მას შეუძლია, მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს. საქართველოში არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები, არსებობს კანონის უზენაესობა, არსებობს სასამართლო, ქართული საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს და ეს კითხვა ლევან ყიფიანს უნდა დაუსვათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე