კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეებმა საფრანგეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერეს

საქართველო, თბილისი - 12:25 | 01.10.2018
ნანახია: 781

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ერთი წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს  მართავენ. მათ საფრანგეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერეს, ბლოკირებული აქვთ კატალონიის უმსხვილესი ავტომაგისტრალები,  ასევე ბლოკირებულია ქუჩები  ბარსელონასა და სხვა ქალაქებში.

სეპარატისტულმა რადიკალურმა ორგანიზაციამ „რესპუბლიკის დაცვის კომიტეტმა“, Twitter-ში გამოაქვეყნა ფოტოები ჟირონის რკინიგზის ვაგზლიდან.

 „დღეს ჩქაროსნული მატარებლები არ იმოძრავებენ. შეწყვეტილია მიმოსვლა საფრანგეთთან“, - აღნიშნულია Twitter-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე