ირანმა ახვაზის ტერაქტის ორგანიზატორებს სარაკეტო დარტყმები მიაყენა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 01.10.2018
ნანახია: 636

ირანელმა სამხედროებმა ახვაზის ტერაქტის ორგანიზატორებს და მათ ობიექტებს სირიაში სარაკეტო დარტყმები მიაყენეს.
იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ტერორისტების დიდი რაოდენობა, არიან დაშავებულებიც.

სექტემებრის ბოლოს ირანის ქალაქ ახვაზში სამხედრო აღლუმის დროს სროლა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 28 და დაიჭრა 60 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „არაბულმა დემოკრატიულმა პატრიორულმა მოძრაობამ“ აიღო, რომელსაც კავშირები საუდის არაბეთში აქვს.

ტერაქტიდან ორი დღის შემდეგ ირანში 22 ადამიანი დააკავეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე