25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:05 | 01.10.2018
ნანახია: 874

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 25 და 23 წლის ახალგაზრდები თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა გამთენიისას, ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე