ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 09:49 | 01.10.2018
ნანახია: 723

 

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, 17 ათასამდე მცხოვრებმა თავიანთი საცხოვრებელი სახლები დატოვა, 2,4 მილიონამდე ადამიანს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

კუნძულ სულავესზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებამდე მიღწევას ცდილობენ.

28 სექტემებერს დილით კუნძულ სულავესზე 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შემდეგ კი ამავე რეგიონს თავს ცუნამი დაატყდა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრს აღწევდა.

ამ რაიონში განლაგებულია ყველაზე აქტიური ტექტონიკური ფილები, ერთ-ერთი მათგანი წელიწადში 7 სანტიმეტრის სიძქარით მოძრაობს. ყოველწლიურად სეისმოლოგები 6-7 მიწისძვრას აფიქსირებენ, რომელეთა მაგნიტუდა 4,0-ზე მეტ ბალს შეადგენს.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე