ჩემი ერთადერთი ცოდვა სასამართლოს გარეშე ადამიანების მკვლელობაა - ფილიპინების პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 18:02 | 28.09.2018
ნანახია: 1068

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ თავის ერთადერთ ცოდვად ნარკოტიკებთან ბრძოლის დროს სასამართლოს გარეშე ადამიანების მკვლელობა დაასახელა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

 „რაში ვარ დამნაშავე? განა მე მომიპარავს თუნდაც ერთი პესო? ჩემი ერთადერთი ცოდვა სასამართლოს გარეშე ადამიანების მკვლელობაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

უფლებადამცველებმა პრეზიდენტის სიტყვები დანაშაულის აღიარებად მიიჩნიეს.

ფილიპინების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის დასრულებას არ აპირებს. „ის არ დასრულდება. როგორც ვამბობდი, მზად ვარ ამისთვის ჩემი სიცოცხლე, ჩემი პრეზიდენტობა დავთმო. ეს ღირსების საქმეა“, - განაცხად დუტერტენ.

ოფიციალური მონაცემებით, ხელისუფლების მიერ ნარკოტიკებთან ბრძოლის დროს ორი წლის განმავლობაში, 4 500 ადამიანია მოკლული. ისინი ძირითადად ნარკოდილერები და ნარკოდამოკიდებულები არიან.

 ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით კი მოკლულთა რაოდენობა 12 ათასს აღწევს.

პრეზიდენტ დუტერტეს ბრძანებით, სამართალდამცველები ნარკოტიკების გამსაღებლებსა და ნარკომომხმარებლებს ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე ფიზიკურად უსწორდებოდნენ. იყო შემთხვევებიც, როდესაც პოლიციელები მათ პირდაპირ ქუჩებში კლავდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე