გერმანიას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია აკრძალოს- ანგელა მერკელი

საქართველო, თბილისი - 17:34 | 28.09.2018
ნანახია: 790

გერმანიას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ თავის ტერიტორიაზე ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია აკრძალოს. ამის შესახებ ბერლინში  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  თურქეთის პრეზიდენტთან რეჯებ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

 „გერმანიაში აკრძალულია ქურთთა მუშათა პარტია, აკრძალულია მისი ნებისმიერი საქმიანობა. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია იმისთვის, რომ ქუურთთა მუშათა პარტიის გვერდით გიულენის ორგანიზაცია დავაყენოთ“, - აღნიშნა მერკელმა. მისი თქმით, ამის შესახებ ჯერ არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

ანკარა ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციას 2016 წლის პუტჩის მოწყობაში ადანაშაულებს. ამ საქმესთან დაკავშირებით თურქეთში ათასობით ადამიანია დაკავებული.

მერკელის თქმით, გერმანიასა და თურქეთს შორის ორმხრივი უთანხმოება კვლავ შენარჩუნებულია.

 „ჩვენს ურთიერთობებში ბოლო წლებში იყო დიდი უთანხმოება და ის კვალვ შენარჩუნებულია“, - განაცხადა კანცლერმა. მან განმარტა, რომ ეს უთანხმოება უკავშირდება თურქეთში ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას.

ამავე დროს კანცლერმა აღნიშნა, რომ ბევრ საკითხში ბერლინისა და ანკარის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს“, - აღნიშნა მან და ნატოში გერმანიისა და თურქეთის პარტნიორობას, მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობასა და ტერორიზმთან ბრძოლას გაუსვა ხაზი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე