მხარს ვუჭერ ზურაბ ჯაფარიძის, "ჯაფარას" საინტერესო იდეას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:46 | 28.09.2018
ნანახია: 1157

მხარს ვუჭერ ზურაბ ჯაფარიძის, "ჯაფარას" საინტერესო იდეას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ცესკო-ში შეტანილ სარჩელს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება მოხდა.

კალაძის თქმით, ამ შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას ეთანხმება.

„მე გუშინ ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკზე" სტატუსი დავწერე. დღეს თქვენ დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები. მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ, რაც "ჯაფარამ" დაწერა. მე მას ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძემ გუშინ დაწერა, რომ უსაქმურობა კანონოთ უნდა იკრძალებოდეს.

შეგახსენებთ, საია-ს განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან, რაც შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, "ჭუჭუს წელვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს".

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე