ზიდანის 20 წლის გაურეცხავ მაისურს აუქციონზე გაყიდიან

საქართველო, თბილისი - 15:00 | 28.09.2018
ნანახია: 1306

ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის  20 წლის გაურეცხავი მაისური აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს. მაისური ფეხბურთელს 1998 წელს ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ  მსოფლიო ჩემპიონატის  ფინალურ მატჩზე ეცვა.

Drouot-ის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ლოტის გაყიდვიდან 20 - 40 ათასი ევროს მიღებას ვარაუდობენ.

საფრანგეთის ნაკრების 10- ნომრიანი მაისური ფეხბურთელს 1998 წელის 12 ივლისს სტად დე ფრანსის სტადიონზე მსოფლიო  ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიისა და საფრნგეთის მატჩზე ეცვა, ეს ერთ-ერთია იმ მაისურებდიან, რომელიც ზიდანს ფრანგული ფეხბურთისთვის ისტორიულ საღამოს ეცვა“, - ნათქვამია აუქციონის განცხადებაში.

მაისური ზიდანს პირველ ტაიმში ეცვა, როდესაც ორი გოლი გაიტანა. სპორტსმენმა მაისურის ნამდვილობა დაადასტურა.

1998 წელს საფრანგეთი ფეხბურთში მსო ფლიო ჩემპიონი გახდა. ეს წრამტება მან 20 წლის შემდეგ რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმეორა.

ზინედინ ზიდანი ალჟირული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელია. ის ტურინის „იუვენტუსში“, და მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. საფრანეგთის ნაკრების შემადგენლობაში 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2006 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა, რის შემდეგაც ტერენერი გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე