არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია - ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 28.09.2018
ნანახია: 1164

არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ცხადია, ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული, მათ შორის სამართლებრივი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულები იძებნებიან ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 

„საქართველომ აგვისტოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები, ასევე სხვა მძიმე შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ათი წლის განმავლობაში. ასევე არის გამოყენებული მოლაპარაკებების ფორმატი და დიპლომატიური რესურსები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველა მექანიზმით ძალისხმევას იმისთვის, რომ აღსრულდეს სამართლიანობა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე